შესავალი Linux ადმინისტრირებაში

Introduction to Linux Administration კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს Linux ოპერაციული სისტემის ადმინისტრირების საფუძვლები.
კურსი მიმართულია ისეთი სისტემური ადმინისტრირების ამოცანების გადაჭრაზე, რომლებსაც მსმენელები შეხვდებიან რეალურ გარემოში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ დისკუსიებს და პრაქტიკულ მაგალითებს, მაქსიმალური პროფესიული მომზადებისა და შემდგომი უნარების დამოუკიდებლად ათვისების მიზნით.

კურსის ტიპი: Hybrid (Online / Classroom) Training
კურსის ხანგრძლივობა: 13 კვირა / 52 საათი
ფასი: GEL 1300
დაწყების თარიღი: 13/01/2025

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს

  • სფეროს აღწერა, ზოგადი ინფორმაცია სხვადასხვა linux გარემოებზე, ტრენდები, ფილოსოფია, სტანდარტები, შედარებები
  • სისტემის ინსტალაცია და საწყისი კონფიგურაცია
  • ფაილური სტრუქტურა
  • ფაილებით მანიპულაცია, შესაბამისი უტილიტები, shell სკრიპტინგი
  • საცავები – აპარატურული ნაწილიდან ფაილურ სისტემებამდე
  • პაკეტების მანიპულირება, მართვა და აგება
  • მომხმარებლების და ჯგუფების მართვა, ავთენტიფიკაცია
  • პროცესები, ბიბლიოთეკები, მათი მართვა
  • ქსელური სერვისები, ინტერფეისები, iptables ქსელური ფარის კონფიგურირება
  • სისტემის ჩატვირთვის პროცესი, სერვისების მართვა
  • ვირტუალური მანქანების გაშვება, KVM გარემო
  • სხვადასხვა, ძირითადად გამოყენებული ინფრასტრუქტურული სერვისების გამართვა
  • ხარვეზების აღმოჩენა და აღმოფხვრა, დიაგნოსტიკა

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი:

სხვა გარემოებთან მომუშავე IT სპეციალისტებისთვის, მათ შორის სისტემური ადმინისტრატორებისთვის, ქსელის ადმინისტრატორების და მხარდაჭერის სპეციალისტებისთვის, რომლებსაც სურთ გაეცნონ Linux გარემოს, შესძლონ მიმართულების დამოუკიდებალდ ათვისება, ცნობადობის ამაღლება და კარიერული მიმართულებისთვის საჭირო გადაწყვეტების მიღება.

წინაპირობები:

  • სასურველია სისტემურ ადმინისტრირებაში გამოცდილება
  • ზოგადი წარმოდგენა ქსელებზე
  • ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე